შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო
მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, გორსა
და წალენჯიხაში 5 პირი დააკავეს.

1995 წელს დაბადებულ კ. ს.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ. ჭ.-ს, 1990 წელს
დაბადებულ დ.ფ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს და 1995 წელს დაბადებულ
გ.ქ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში
უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ
ბრალად.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი,
საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც
საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14
მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე
სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ცუდი შესარჩევი პროცესის შედეგად შეარჩია, რომლის მიმართ ნდობა ვერ იქნება
შემდეგი სტატიაჯიმ რიშის განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლიტურად აცდენილია იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს – წერეთელი