შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული
ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფშაველში მომხდარ
მკვლელობის ფაქტზე, 1 პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის
დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს
სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში
დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო
თოფი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: „მედიკამენტებზე უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც“
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს