შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1978 წელს დაბადებული მ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა სოფელ დიმში, მ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
“აკს”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 40 საბრძოლო
ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე
მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი- „სვეტის“ შეჩერებულ მშენებლობებს „ემ კვადრატი“ გადაიბარებს
შემდეგი სტატიამორიგი შეფერხება მეტროში – “სადგურის მოედანზე” ნახევარი საათია მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება