ექსკლუზივი- „სვეტის“ შეჩერებულ მშენებლობებს „ემ კვადრატი“ გადაიბარებს

როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი „სვეტის“ დაზარალებულ მენაშენეებს „ემ კვადრატი“ დააკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სვეტის“ მენაშენეები დაზარალებულად სცნო. ხოლო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირები მენაშენეთა თანხების უკანონოდ მითვისების გამო დააკავეს.
ჯერ კიდევ გასულ წელს, დედაქალაქის მერი სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. სწორედ ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით მოხდა „ემ კვადრატის“ დაინტერესება „სვეტის“ მშენებლობების დამთავრებასთან დაკავშირებით. მერიისვე ინიციატივით მიმდინარეობს მოლაპარაკებები დეველოპერებს შორის. საუბარია ქ. თბილისში, ნუცუბიძის, მირცხულავას და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე მშენებლობებზე. სავარაუდოდ თვის ბოლოდან ემ კვადრატი უკვე გადაიბარებს სვეტის მიერ დაზარალებულ 2000-მდე მენაშენეს და მათ საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე აშშ-ში შეხვედრებს დღეიდან გამართავს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო