შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთში მომხდარი პენსიონერის ყაჩაღობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს
დაბადებული დ.ჟ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხორხში, 1942 წელს დაბადებული ს.წ.-ს საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს
დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის
გამოყენების მუქარით 9000 ლარი გასტაცა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და გატაცებული თანხა
ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის
“ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიათბილისობასთან დაკავშირებით, მეიდანზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება