შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 27-31 იანვარს ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
ბრალდებით თბილისსა და სენაკში 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ბ.გ., 1981
წელს დაბადებული კ.ხ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევი ნ.ი. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია – 2 პირი, ხოლო
შეძენა-შენახვა-ტარებისთვის -1 პირი. სულ ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო
თოფი – ე.წ. „აბრეზი“, მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, „GRAND POWER
K105“-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 98
საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

banner
წინა სტატიაშიჟენევის სასამართლომ ივანიშვილის ბანკირი დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა კიევში საცხოვრებელი შეიცვალა და ქალაქის ცენტრიდან მოშორებით გადავიდა