შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

გზა ორლარიანი გაიშნიკობიდან მოტივირებულ პოლიციელობამდე - განუკითხაობა ტვირთის გადაზიდვებში!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე 1 პირი დააკავა. შემთხვევა ვალეში მოხდა, სადაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვას მისი ყოფილი მძღოლი მუქარით ცდილობდა.

შსს-ს ცნობით, დაკავებული ფლობდა ინფორმაციას ბიზნესმენის ოჯახის წევრების შესახებ და სწორედ მათი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ბიზნესმენს. ის 50 ათას ლარს ითხოვდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილონდონი და ვარშავა რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას აძლიერებენ
შემდეგი სტატიაპირადობის მოწმობებს 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გასცემენ