შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირი
პასუხისგებაში მისცეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეები
დროებით მფლობელობაში არსებულ მასაჟის სალონებში გასამრჯელოს სანაცვლოდ,
მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად ფართს უთმობდნენ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის
გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სამეგრელოში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავა
შემდეგი სტატია10 წლის წინ ამ დღეს შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან – პრეზიდენტი