შინაგან საქმეთა სამინისტრო მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტს უარყოფს.

როგორც „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაჩალიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მათივე განცხადებით, დეტალების შესახებ კომენტარს უწყებაში მოგვიანებით გააკეთებენ.

მეუღლის ინფორმაციით, პანკისში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ გომბორის გზაზე დააკავა. როგორც მედიკო მარგოშვილი აცხადებს, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციის 10-მდე მანქანამ გზა გადაუკეტა და დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს აქტიურად იყენებს, ადგილობრივები პოლიციელებს ქვებს ესვრიან
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს