შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო.
წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – პეტრე იყო გამორჩეული მღვდელთმთავარი, მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება
შემდეგი სტატიამეუფე იაკობს რომ ეთქვა, მელიას შევხვდი და მელია ამას გეგმავდაო, რა მოხდებოდა?