შინაგან საქმეთა სამინისტრო BMW X6 საპატრულო მანქანაზე განმარტებას აკეთებს

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2015 16:05

შინაგან საქმეთა სამინისტრო BMW X6 საპატრულო მანქანაზე განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციისთვის „BMW X6“-ის მარკის ავტომანქანის შეძენაზე განცხადებას ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ 2011 წელს შს სამინისტრომ შეიძინა „BMW X6“-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების თარიღი: 2008 წ. საბალანსო ღირებულება: 99 000 ლარი). შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამგვარი ტიპის ავტომანქანით არ უნდა სარგებლობდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები.

გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა საპატრულო პოლიციას, რათა ის უშუალოდ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დამყარებას მოემსახუროს.

ზემოხსენებული ავტომანქანა გადავიდა რიგითი საპატრულო ეკიპაჟების განკარგულებაში და განკუთვნილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აქვე შევნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში ამ დროისთვის იმყოფება მსგავსი კატეგორიის კიდევ რამდენიმე ავტომანქანა, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე საპატრულო პოლიციას გადაეცემა“, – ნათქვამია განცხადებაში.

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2015 16:05

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics