შინაგან საქმეთა მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 11:41

შინაგან საქმეთა მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის
მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა. გატიკერი
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების
ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული
მიმდინარე საკითხები და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „მიგრაციის
სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
მარიო გატიკერმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის
სააგენტოსა და ევროპოლთან, ასევე, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება
და რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება.
ვახტანგ გომელაურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის
მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის და იმედი
გამოთქვა, რომ აღნიშნული პოზიტიურად აისახება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში
არსებულ გამოწვევებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის
მიგრაციის სახელმწიფო მდივანმა დეტალურად განიხილეს უვიზო მიმოსვლის
შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მიერ
განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 11:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics