“თაიმერის” ექსკლუზიური კადრები-ლებარდეში ხე-ტყის უკანონო ჭრა მიმდინარეობს

სამეგრელოში შესაძლოა მალე მოხდეს ის, რაც რამდენიმე თვის წინ პანკისში მოხდა. არსებობს იმის საშიშროება, რომ ხელისუფლებამ ამჯერადაც ძალის გამოყენებით დაიწყოს ურთიერთობის დამყარება საკუთარ მოსახლეობასთან.
საქმე ის არის, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ ლებარდეში, მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება. 
ცნობისთვის: ლებარდე სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ადგილი გამოირჩევა სუფთა ჰაერით და სასარგებლო მინერალური წყლით.
კურორტი საბჭოთა პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავ დამსვენებელს იზიდავდა. ამჟამად კი ლებარდეში საკურორტო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. დაზიანებულია კურორტამდე მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზაც, ხოლო რამდენიმე ადგილზე მდინარეს ხიდიც კი აქვს წაღებული. იქ მხოლოდ რამდენიმე ძველი ხის შენობაა შემორჩენილი, რომელსაც ზაფხულში მცირე რაოდენობით დამსვენებელი სტუმრობს.
იმისათვის, რომ კურორტი ლებარდე სრულფასოვნად აღდგეს, მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო, თუმცა ამის ნაცვლად ხელისუფლება ჰესის მშენებლობას გეგმავს.
ლებარდეში ჰესის მშენებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, „თაიმერი“ მისი გადამოწმების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. თურნავას უწყებაში განგვიცხადეს, რომ ჰესის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუციათ, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ჰესის მშენებლობას უშუალოდ მარტვილის მერი გრიგალავა ლობირებს და ეს პროცესი დაწყებულია.

ლებარდეში ხე-ტყის უკანონო ჭრა იყო ის ძირითადი საკითხი, რომელზეც მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა ცაცა  ჟორდანიამ ისაუბრა. როგორც ცნობილია, ხეობაში ჰესის მშენებლობა იგეგმება, თუმცა ადგილზე ხე-ტყის უკანონო ჭრა მიმდინარეობს .

აღსანიშნავია,რომ “თაიმერის” ექსკლუზიური კადრების თანახმად, კურორტ ლებარდეში ხე-ტყე ნადდგურდება, ჯანსაღი ხეების მოჭრის ფაქტებზე კი შესაბამისის უწყებების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება.

ავტორები: აკო ქიქავა, ბერდია კალანდია

https://www.youtube.com/watch?v=1y33iEHso-c

 

 

https://youtu.be/6YuBr7aQp0U

 

 

banner
წინა სტატიაშიყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა