შევძელით შეთანხმება, რომ პარლამენტი სრულად იყოს წარმოდგენილი უკრაინაში და ამით ჩაიტანოს მთლიანად ქართველი ხალხის ნება და სამძიმარი უკრაინელ ხალხთან – იოსელიანი

მთავარია, რომ დელეგაცია სრული შემადგენლობით მიდის უკრაინაში, შალვა პაპუაშვილი იქნება თუ არა დელეგაციის ხელმძღვანელი, ეს ხვალ გადაწყდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არ არის ულტიმატუმებით საუბრის დრო და მთავარია, რომ დელეგაცია მიდის სრული შემადგენლობით.

„შევძელით, შევთანხმებულიყავით, პარლამენტი სრულად იყოს წარმოდგენილი უკრაინაში და ამით ჩაიტანოს მთლიანად ქართველი ხალხის ნება და სამძიმარი უკრაინელ ხალხთან. ამიტომ ყველაფერი, რაც ამას წინ უძღოდა, მიმოწერები, უკმაყოფილებები ორივე მხრიდან, ვფიქრობ, დაძლევადია და შევძლებთ, ღირსეულად წავიდეთ და ჩავიდეთ უკრაინაში. შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე, ხვალ გვეცოდინება, თუმცა, ის იქნება თუ არ იქნება, დელეგაცია შემდგარია. ვისურვებდი ის იყოს ამ ყველაფრის სათავეში და ისე წავიდეს დელეგაცია. მგონი, ყველა ვხვდებით პირობების წინ წამოწევა დღეს არ არის სწორი“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებზეა დამოკიდებული, უხელმძღვანელებს თუ არა შალვა პაპუაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციას
შემდეგი სტატიაპარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება რატიფიცირებულია