„შეუგნებელი ძალის მმართველობა ქვეყანაში ძალიან მალე უნდა მორჩეს“ – მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს უპირისპირდება

„სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე – ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები მწვავე კრიტიკით პასუხობენ.

კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს საკუთარი გაბრაზება პროკურატურისკენ წარემართა.

„ცხადია მათი მიზანი არის, რომ ჩვენ გავჩუმდეთ, მაგრამ ჩვენ არ გავჩუმდებით“-აცხადებს გიგაური.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის რას აკეთებდა და აკეთებს სამოქალაქო სექტორი. ვერძეული თვლის, რომ ამ განცხადებებით პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, რეალურად არსებული პრობლემებიდან ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა.

ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს და პარლამენტის სისუსტეზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე.

„ეს არ არის პასუხები იმ კითხვებზე რომელსაც ჩვენ ვსვამ, როგორც ჩანს ქართული ოცნება მმართველობის 6 წლის თავზეც ვერ გაცდა, რომ ყველა და ყველაფერი ამ ქვეყანაში დააბრალოს ნაციონალურ მოძრაობას,“-ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე კობახიძეს “ქართული ოცნების” კომკავშირის მდივანს უწოდებს.

მისი თქმით, „შეუგნებელი ძალის მმართველობა ქვეყანაში ძალიან მალე უნდა მორჩეს.“

banner
წინა სტატიაშისახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ სისტემური კორუფციის ბრალდებით დიდ სკანდალშია