“შეწყდეს უკანონო მოსმენა” – “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან აქცია -“ნუ გვისმენთ” გამართეს

“ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია -“ნუ გვისმენთ” გამართეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოთარ ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსმენა-მიყურადებას ახორციელებს, შესაბამისად, მათი საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

“გასული დღეების განმავლობაში ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ უსაფრთხოების სამსახური ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად დაკავებულები არიან უკანონო მიყურადებით. შენდეგ მოპოვებული ინფორმაციებით კი აშანტაჟებენ ადამიანებს.
“ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაცია მოვითხოვთ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს უკანონო მიყურადება და თვალთვალი. აუცილებელია ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და ის ადამიანები რომლებიც არიან დამნაშავეები მიეცეს პასუხისმგებლობაში. “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაცია სწორედ ამ მიზეზით ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. ჩვენ ამ ბოროტ სისტემასთან ბრძოლას ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ, არ ვაპირებთ დანებებას,” – ოთარ ფარულავა.

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით სუსთან” აქციებს აანონსებს “ლელოს “ ახალგაზრდულის წევრი ეკა ტეფნაძეც.

“ჩვენ ის თაობა ვართ რომელიც ახლა აქ ვართ, დავიბადეთ იმ სახელმწიფოში რომელიც უნდა ყოფილიყო თავისუფალი, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ამის საშუალება არ მოგვცა. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ შეწყდეს თვალთვალი და მოგვეცეს საშუალება ვიცხოვროთ თავისუფალ სახემწიფოში, საბჭოთა პერიოდში დავრუნება ჩვენ არ გვინდა”-ეკა ტეფნაძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: „საჭიროა მსხვერპლი“, „შეიძლება, კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“, ეს არის ფრაზები, რომლებიც ენმ-სა და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ადვოკატებს მიმართავს: თქვენი პროფესიის მკვლელობა რომაა ეს ყველაფერი, ამაზე პროტესტი გადაყლაპეთ?