“შეწყდეს საღი ხეების ჭრა” – აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასთან ბუნების დამცველთა აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილებმა თბილისი-შინდისის გზაზე ხეების გაჩეხვა გააპროტესტეს. მათი თქმით, სანამ დედაქალაქში მწვანე საფარის პრობლემები არ გადაიჭრება, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

„შეწყდეს საღი ხეების ჭრა. მოიჭრას თბილისის შემოგარენში ხმელი ხეები და დაიგროს გონივრულად, თუ ეს სამივე პუნქტი არ შესრულდა, ჩვენ ვიდგებით ეკოკატასტროფის წინაშე“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

მერიასთან შეკრებილებს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა უპასუხა.

„ჩვენი სამსახური ვერც ადამიანური და ვერც ფინანსური რესუსრით ამ პრობლემას ვერ მოერევა, რადგან პრობლემა მასშტაბურია. მიდგომა უნდა შეიცვალოს. უნდა მოხდეს სხვა მხარეების ჩართვაც, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვა. გეტყვით, რომ ჯანმრთელი ხეები დედაქალაქში საჭიროების შემთხვევაში მოიჭრება“, – აღნიშნა სულხანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბაღდათის რაიონში ფერმის ნაწილი დაიწვა
შემდეგი სტატიათეთრ სახლში საშობაო სამზადისია