“შეწყალებების საქმეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ვინც ეს ქალბატონი პრეზიდენტად დასვა”- კახიძე

სადავო შეწყალებების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და უმრავლესობას განსხვავებული მოლოდინები აქვთ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა გამოძიების სუბიექტურობაში დარწმუნებულია და შედეგს არ ელის, თუმცა მიაჩნია, რომ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე ამ საქმეში სრულ პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, ვინც, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად “დასვა”.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წამოჭრისას ოპოზიციის სუბიექტურ განწყობაზე საუბრობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ობიექტურობის შემთხვევაში, ოპოზიციის წევრებს ყოფილი პრეზიდენტების: მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ქმედებებზე გაცილებით კრიტიკული პოზიცია უნდა ჰქონოდათ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული – მან პარლამენტს შეწყალების კრიტერიუმების დახვეწის მიზნით, კონსულტაციების დაწყება შესთავაზა. უმრავლესობა წინადადებით გამოვიდა შეწყალებასთან დაკავშირებით ცვლილებები საკონსტიტუციო დონეზე განხორციელდეს. ეს ინიციატივა სკეპტიკურად აღიქვა სამოქალაქო სექტორმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე „ლელოს“ კიდევ 12 ახალ წევრს წარადგენს