შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს უვიზო რეჟიმის გადახედვა – დეკანოიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ევროკავშირის დახმარებაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ დახმარებაზე უარის თქმით, საფრთხე ექმნება ასოცირების შეთანხმებას. მისი თქმით, ევროკავშირის დღის წესრიგში შესაძლოა, უვიზო რეჟიმის გადახედვა დადგეს.

“ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც უარს ამბობს თითქოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიღებაზე ( სინამდვილეში ევროკავშირმა 2018 წელს მოლდოვის მაგავსად შეუჩერა ტრანში) ნიშნავს:

– ასოცირების შეთანხმებას საფრთხე ექმნება, უბრალოდ ვერ შეასრულებენ;

– მალე შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უვიზოს გადახედვა ლუკშენკოზაციის ფონზე.

და რუსეთს . აი, ასეა ეს მწარე სიმართლე,- წერს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშითურნავა – ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი
შემდეგი სტატიათუ მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბავშვი კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება