შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ გავლენა იქონია პუტინის გადაწყვეტილებაზე, ომი დაეწყო უკრაინაში – მერკელი

„რუსეთი მაგიდასთან და არა მუხლებზე“

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, უკრაინაში ომი წამოეწყო.

„შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო (რუსეთის უკრაინაში შეჭრას), ისევე როგორც საფრანგეთის არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებამ. აშკარა იყო, რომ მე აღარ ვიქნებოდი თანამდებობაზე და ამიტომ, უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულმა (კონფლიქტის მოგვარების) მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო“, – განაცხადა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში – პორტუგალიური მედია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაოდესის რეგიონში უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს