შესაბამისი სამსახურები ზაფხულში ზღვის სანაპიროზე სოციალური დისტანციის წესის შესრულებას დააკვირდებიან

ვინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი

თორნიკე რიჟვაძის თქმით, შესაბამისი სამსახურები ზაფხულში ზღვის სანაპიროზე სოციალური დისტანციის წესის შესრულებას დააკვირდებიან . ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ინფექციონისტების პროფესიული მოსაზრების მიხედვით, ზღვის წყალი არ არის გადამტანი და ეს არის საკმაოდ საიმედო პროგნოზი. რაც შეეხება ზოგადად დისტანცირებას, დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაქსიმალურად შეეცდებიან ამის დაცვას. რა თქმა უნდა, ზედამხედველობის ნაწილში, რბილი ზედამხედველობის ნაწილში, ამას დავაკვირდებით“, – განაცხადა რიჟვაძემ.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს აღდგება, უცხოელ სტუმრებს კი ქვეყანა პირველი ივლისიდან მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის მინისტრი ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამ ეტაპს ასახელებს
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა