შეფერხება მეტროსადგურებზე – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მეტროსადგურებზე შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:

„მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნულის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. შეფერხება გაგრძელდება 10-15 წუთი.

საბურთალოს ხაზზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი 2012 წლის შემდეგ, უაღრესად აგრესიული კამპანიით პირველივე დღიდან