“მე ძალიან კარგად ვიცი და მთელმა ქვეყანამაც კოტე გოგელია ვინ არის და რა ფულია მისი ფული. თქვენ თვითონ დაინტერესდით ერთხელ მაინც, რომ ეს კოტე გოგელიას ფული საიდანაა, რომლის წინ მაკა ასათაინი დგას” – მიმართა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია მაესტროს წამყვანს გადაცემაში “მაესტროს ფაქტორი”
“თქვენ ახლა გადმოხვედით შანტაჟზე და მაშინ მე გიპასუხებთ. თქვენ მეუბნებით, რომ ვცხოვრობ რუსეთის ფულით და დაინტერესებული ვარ პუტინით. კოტე გოგელია აფინანსებს ამ კერძო ტელევიზიას. კოტე გოგელია მას აფინანსებდა 2010 წელსაც. მაშინ არ გიჩნდებოდათ ეგ კითხვები, როდესაც ამ ტელევიზიაში იჯექით და საათობით საუბრობდით? მაინტერესებს, მაშინ არ გქონდათ ეს კითხვები?”- მიმართა გადაცემის წამყვანმა ხაინდრავას, რაზეც ხაინდრავამ უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო, სად იჯდებოდა და რას ილაპარაკებდა:
“შენი საქმე არ არის, მე სად ვიჯექი და რას ვლაპარაკობდი. მე აქ საქმეს არ ვაკეთებდი და რუსული ფულით არ ვცხოვრობდი”,- განაცხადა ხაინდრავამ.
https://youtu.be/QoAS2adWXsI