შენ ვინ ხარ, მე რომ მაგას მეუბნები, როგორ ბედავ საერთოდ – ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილ თანაგუნდელს, შოთა ხაბარელს მიმართავს

დაპირისპირება პარლამენტში – საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, შოთა ხაბარელსა და ყოფილ თანაგუნდელს, ლევან გოგიჩაიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

„შენგან კი არა, არავისგან მაგას არ მივიღებ. შენ ვინ ხარ, მე რომ მაგას მეუბნები, როგორ ბედავ საერთოდ,“ – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ხაბარელს.

ხაბარელმა ყოფილი თანაგუნდელები “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მიზანმიმართულ მავნებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დეპუტატები რეგლამენტს პატივს არ სცემენ და პროცედურებს არღვევენ.

„სამწუხაროა, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” უფრო მეტს, ჩვენთან უკვე დიდი ხანი არ არის, რაც გავიდნენ პარტიიდან, ისინი უფრო მეტს აკეთებენ და მავნებლობენ. ეს არის ყველაზე ცუდი. ჩვენ აქ ვართ, რომ ვაკეთოთ საქმე,“ – განაცხადა ხაბარელმა.

ხაბარელის ამ განცხადებას ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა და დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიდაღესტანში საქართველოს მოქალაქის გაქრობის საქმეს იძიებენ
შემდეგი სტატიასამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა