დაღესტანში საქართველოს მოქალაქის გაქრობის საქმეს იძიებენ

დაღესტანში ხუნზახსკის რაიონული სასამართლო საქართველოს მოქალაქის, ქუთაისელი რაჟდენ მაღლაფერიძის დაკარგვის საქმეზე სისხლის სამართალს აწარმოებს – დღეს დაღესტანური მედია ავრცელებს. “დადგინდა, რომ 2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოსკოვის ოლქის ქალაქ ზელენოგრადშია დარეგისტრირებული, დაღესტანის რაიონის სოფელ ბეჟა ცუნტინსკში თავის ნაცნობთან მ.რასულოვთან ერთად იმყოფებოდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მიზნით. დაიკარგნენ რა მთასა და ტყეში, ახალგაზრდები ორი დღე დადიოდნენ გაურკვევლად, რომლის შემდეგადაც სხვადასხვა ბილიკით წავიდნენ და ერთმანეთი მეტჯერ არ უნახავთ. 2014 წლის 14 სექტემბერს რასულოვი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს და რუსეთის წარმომადგენლებს გადასცეს. მაღლაფერიძის ადგილმდებარეობა დღემდე დაუდგენელია” – განაცხადა გამოძიების წარმომადგენელმა, რომელმაც მოუწოდა ყველას, ვინც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს რაჟდენ მაღლაფერიძის გაქრობასთან დაკავშირებით, დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე 8-989-442-14-89 ან 02.
მამაკაცი 1986 წელს არის დაბადებული. მისი სიმაღლე 180 სმ-ია, გამხდარი, მოზრდილი თმებით.

banner
წინა სტატიაშიგოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტებს
შემდეგი სტატიაშენ ვინ ხარ, მე რომ მაგას მეუბნები, როგორ ბედავ საერთოდ – ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილ თანაგუნდელს, შოთა ხაბარელს მიმართავს