სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა

სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის დავა აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ, ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ეკა ქვლივიძე დღეს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქვლივიძეს საშუალება ექნება, გორის სამხედრო აკადემიაში ლექციები წაიკითხოს. ამასთანავე, ის საფრენოსნო საქმიანობასაც დაუბრუნდება.

„ამ ეტაპზე დავა აღარ გაგრძელდება. ქალბატონ ეკას შესაძლებლობა ექნება, რამდენიმე მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა. მათ შორის, გორის სამხედრო აკადემიაში წაიკითხოს ლექციები მომავალ თაობას კონკრეტული სპეციალობით. გარკვეული დროის შემდეგ, ის აქტიურად დაუბრუნდება საფრენოსნო საქმიანობას“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

კონკრეტულად, თუ როდის შეძლებს ეკა ქვლივიძე საქმიანობას დაუბრუნდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ტექნიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული, რის გამოც, ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ.

banner
წინა სტატიაშიშენ ვინ ხარ, მე რომ მაგას მეუბნები, როგორ ბედავ საერთოდ – ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილ თანაგუნდელს, შოთა ხაბარელს მიმართავს
შემდეგი სტატიააშშ-მ პროკურორ ფატუ ბენსუდას ვიზა გაუუქმა