(video) რაში სჭირდებათ კიდევ ახალი ტელევიზია, პრობლემები, გაბრაზებული ხალხი, გამწარებული ჟურნალისტები

მაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი საჯარო რეესტრს კიდევ ერთი განცხადებით მიმართავს

„ ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური და არაფერში არ ჯდება, რაში სჭირდებათ კიდევ ახალი ტელევიზია, პრობლემები, გაბრაზებული ხალხი, გამწარებული ჟურნალისტები“,-განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს„ გენერალურმა დირექტორმა „არჩევანის“ ეთერში.

„ მე ერთხელ ვთქვი, რომ მე ინფანტილურად კიდევ მჯეროდა, რომ ამას, რაც ეხლა ხდება, არ დაუშვებდა ხელისუფლება, მინიმუმ იმიტომ, რომ მისთვის არის საზიანო, ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური და არაფერში არ ჯდება, რაში სჭირდებათ კიდევ ახალი ტელევიზია, პრობლემები, გაბრაზებული ხალხი, გამწარებული ჟურნალისტები.

შენ თუ ვერ თვლი იმას, რა ზიანი შეიძლება მოგიტანოს ორმა აყვირებულმა ტელევიზიამ, რომლის წინაშე შენ უბრალოდ მტყუანი ხარ, მაშინ აბა რას თვლიან საერთოდ?“,-განაცხადა გადაბაძემ.

https://youtu.be/16d6ROiM3sk

https://youtu.be/CR7ukxZCeUc

banner
წინა სტატიაში(video) მაესტრო ჩემთვის არ ყოფილა მატერიალური ღირებულება
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკის twitter-ზე ქართულ ენაზე დაწერილი პოსტი