შემოვლითი გზით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლის მცდელობისას ახალგაზრდა დაიღუპა

35 წლის გოჩა კორსანტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა ხრამში გადაიჩეხა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 24 მაისს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გოჩა კორსანტია გადმოსასვლელად ენგურჰესის სადერევაციო მილებთან მისასვლელ ბილიკებს იყენებდა, მას ოჯახთან პროდუქტებით დატვირთული ცხენი მოჰყავდა, რომელთან ერთადაც დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ახალგაზრდა კაცს თან ერთი ოჯახის წევრი ახლდა, ის მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ გადმოიყვანა.

კორსანტია სოფელ რეჩხში ცხოვრობდა, მისი ოჯახის წევრების ნაწილი ოკუპირებული გალიდან გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. მათ სპეციალურ საშვს სთხოვენ, რომლის გაცემაზეც აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაცია უარს ამბობს.

banner
წინა სტატიაშიგოლეთიანი – თუ ჰესის მშენებლობის პროცესი ხეობაში გრძელდება, მაშინ ამ პირობებში დიალოგს რა აზრი აქვს
შემდეგი სტატია„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ