„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

ნამახვანჰესის“ მოწინააღმეგეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავენ.

როგორც გოლეთიანი აცხადებს, იქ, სადაც მსვლელობა შეჩერდება, კიდევ ერთხელ გაკეთდება განცხადებები მათ მოთხოვნებზე.

ამასთან, გოლეთიანმა თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„16:00 საათზე დავიწყებთ მსვლელობას თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდისკენ. წინ გაგვიძღვება ერთი მანქანა, რომელზეც დამონტაჟებული იქნება შესაბამისი აპარატურა, რომ კომუნიკაცია დავამყაროთ ერთმანეთთან. სადაც გავჩერდებით და გადაიკეტება მოძრაობა, მივმართავთ სიტყვით საზოგადოებას და დავაფიქსირებთ პოზიციას, რა არის ამ ქმედების განმაპირობებელი და საფუძველი. გვინდა მოვუწოდოთ, ამ ისტერიის ფონზე, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობას, ნუ შევყვებით ხელისუფლებას ნარატივში, რომელსაც ასე წარმატებით მართავს. დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. ჩვენ ვართ ხალხი და უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ყველა ნიშნის გარეშე. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი სიმბოლიკა, ვაკეთოთ ქართული საქმე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიშემოვლითი გზით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლის მცდელობისას ახალგაზრდა დაიღუპა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დამოუკიდებელ დეპუტატად გაწევრიანება სურს