შეკვეთილში ზღვიდან ტიტას გადმოტანის პროცესს ბიძინა ივანიშვილის ძმა ესწრება

შეკვეთილში ზღვიდან ტიტას გადმოტანის პროცესს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი ესწრება.
ამ დროისთვის შეკვეთილში ზღვაში ბეტონის ფილების დაგება მიმდინარეობს, რომლითაც ზღვაში გზის გაყვანას აპირებენ, რათა ტიტა ნაპირზე გადმოიტანონ.
როგორც ადიკო ივანიშვილმა განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხის ნაპირზე გადმოტანის პროცესი დღეს აუცილებლად დამთავრდეს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

წყარო: interpressnews.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ტერორისტებთან და შანტაჟისტებთან მოლაპარაკებაზე არ მიდიან
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსში ახალი ელჩი დანიშნა