„შეხედეთ რუსულ საინფორმაციოებს და მიხვდებით ვისაც უჭერს მხარს მოსკოვი” – ექსპერტები

ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტი, პოლიტოლოგი ანდრეი ილარიონოვი, კითხვაზე -ვინ არის კრემლის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატი, აცხადებს, რომ ეს რუსული მედიასაშუალებებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებიდან თვალსაჩინოდ ჩანს.

ილარიონოვმა განცხადება ამის შესახებ “პირველი რადიოს” რადიოკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ექსპერტებთან ერთად რუსული ოკუპაციასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრეს.

ილარიონოვი ამბობს, რომ კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებები აგრესიულები არიან გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ, პერმანენტულად მიმდინარეობს მის წინააღმდეგ “ფეიქნიუსების” გავრცელება, რაც კრემლის სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერას ადასტურებს.

„საკმარისია შეხედოთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და კითხვების ადგილი აღარ რჩება. ან იმ განცხადებებს, რომელსაც გამუდმებით აკეთებენ დსთ-ს ახალი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და სხვა კვლევითი ცენტრები. ეს სულ კრემლის დაფინანსებული ორგანიზაციებია. შეხედეთ მათ განცხადებს. პანიკაში არიან მის გამო რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვაშაძემ მოიგოს. მათთვის ეს რეალური კატასტროფაა, ამას არც მალავენ. ცხადია ვისაც უჭერს მოსკოვი მხარს. ეს ჩემი პოზიცია არ არის , თვითონ ამბობენ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებებს, როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა. რეალობაა საქართველოს 20% ოკუპირებულია. იქ განლაგებულია რუსეთის რეგულარული არმია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას. პრობლემების მოგვარება შეიძლება სწორი დიაგნოზის დაცვით,“-განაცხადა ანდრეი ილარიონოვიმა.

ანდრეი ილარიონოვის პოზიციას იზიარებენ ქართველი ექსპერტებიც.

“სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსკოვში აშკარაა. განცხადებები ოფიციალური პირების და მათი სახელმწიფოსთან და მთავრობასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის მისაღებია სალომე ზურაბიშვილი და მიუღებელია გრიგოლ ვაშაძე. ეს ფაქტია, ეს არ არის ვინმეს აზრი. გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას რაც დღეს საქართველოს აქვს ზურაბიშვილის არჩევა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი გაიმაგრებს თავის პოზიციებს,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხშირად აკეთებს განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ჯიბრზე. თუმცა საბოლოოდ ამ განცხადებებით რუსეთის ინტერესებს იცავს.

“სალომეს განცხადებები, რომელსაც ის აკეთებს, ჩემი აზრით უფრო სააკაშვილის ჯიბრზე, ასხამს უფრო მოსკოვის წისქვილზე წყალს. თუ ჩვენ ვნახავთ რუსულ მედიაში რა ხდება, რუსულ მედიაში, არ მალავენ იმას, რომ არ მოსწონთ ვაშაძის კანდიდატურა იმიტომ, რომ მის უკან ხედავენ სააკაშვილს, რომელიც მათთვის მიუღებელია, და მეორე- თუ იმარჯვებს ოპოზიცია, ეს არის დემოკრატიზაციის პროცესი, რაც კრემლს არ აწყობს.” განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასამტრედიაში, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დეპუტატმა ქალი სცემა