„შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვა, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

„შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლ. დღეს არ არის იმის დრო ვიწუწუნოთ იმაზე ვინ რომელ ადგილზე მოხვდა. მთავარი ისტორიული პრეცედენტი დაიწყო. ხალხი თვითონ შეუდგა ივანიშვილის კორუმპირებული ძირგამომპალი ნარკორეჟიმის შეცვლას. მთავარია ახლა ეს პროცესი გაგრძელდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით და ეროვნული თანხმობის ერთიანი მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნით და ეს იქნება უვე ნამდვილი გადარჩენა ჩვენი ქვეყნისა,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზოოპარკში სპილო ”გრანდისთვის” ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება