შეიძლება, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში რაიმე რეკომენდაციები უფრო დაზუსტდეს და სავალდებულო შესასრულებელი გახდეს

შეიძლება, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში რაიმე რეკომენდაციები უფრო დაზუსტდეს და სავალდებულო შესასრულებელი გახდეს, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.​

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი და ვერანაირი მსახურების წესის ცვლილება სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება.

„ხალხი გარეთაც ესწრება მსახურებას, შიგნით დისტანცია არის დაცული. მე მგონია, რომ დღეს რაც ვნახეთ სამებაში იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეისათვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი, რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ ყველას. რაც შეეხება აი ამ საიდუმლოს, ზიარებას, ეს არის მსახურების წესი, რომელსაც ვიცავთ სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში. ოქმში შეიძლება რაიმე რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და ვთქვათ, თუ სარეკომენდაციო იყო მანამდე, გახდეს ლოცვა-კურთევით სავალდებულო შესასრულებელი. სინოდის გადაწყვეილებას ვერ გაცდება ჯერჯერობით ვერანაირი მსახურება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშიერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა – მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყეს