შეიძლება იყოს მძიმე საუბარი, მაგრამ კრიტიკა იქნება 0 არგუმენტით – მდინარაძე კობახიძე შოლცის შეხვედრაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ბედავენ” და ეკითხებიან ქვეყნის გარეთ პარტნიორებს თუ ქვეყნის შიგნით აქტორებს, რომლებიც რუსულ კანონს აკრიტიკებენ, დაუსვან კითხვა “რატომ”. ის ითხოვს განმარტებას, რატომ აშორებს ეს კანონი საქართველოს ევროპასთან.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა პრემიერისა და გერმანიის კანცლერს შორის ხვალ გასამართ შეხვედრაზე და იმაზე, ელოდება თუ არა, რომ მხარეებს მძიმე საუბარი იქნება, რაზეც მან უპასუხა:

“შეიძლება იყოს მძიმე საუბარი, და კრიტიკული საუბარი, მაგრამ პასუხი იქნება არგუმენტებით სავსე, მაგრამ კრიტიკა იქნება 0 არგუმენტით, გარანტირებულად გეუბნებით. რაც არ უნდა მძიმე იყოს საუბარი. […] [რადგან პირისპირ შეხვედრაა, იქნება თუ არა იმაზე მძიმე, ვიდრე საჯარო განცხადებებიდან ვისმენთ] არა, მე მგონია, რომ უფრო მსუბუქი იქნება, იმიტომ, რომ არგუმენტები არ აქვთ”.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა
შემდეგი სტატიამდინარაძე – დაანებეთ ფეხბურთელებს თავი – ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ