შეიძლება დამიჭირონ, ვიჩხუბეთ – შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მიმოწერა ვრცელდება

მედიაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მიმოწერა ვრცელდება. თენგო ბარბაქაძე თავის მეგობარს 19 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ წერს.

დაკავებული პირების ნაწილის ტელეფონებს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონებიდან შემავალი და გამავალი ზარების და შეტყობინებები ამოიღეს. ირკვევა, რომ ზოგიერთი დაკავებულის მობილურ ტელეფონში 18-19 და 20 ივნისს განხორციელებული ზარები და მიმოწერაა, რაც ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა დაკავებულმა პირებმა საკუთარი ტელეფონიდან შემავალი და გამავალი ზარები, ასევე შეტყობინებები წაშალეს.

თენგიზ ბარბაქაძის მიმოწერაში, სადაც ის თავის მეგობარ გოგონას წერს ირკვევა, რომ ჩხუბი მოხდა, დაიკარგა ერთი ბიჭი და შესაძლოა მისი დაკავება მოხდეს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 19 დღე გავიდა. მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – მინდა მივმართო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ძალიან ყურადღებით იყვნენ, როდესაც თავიანთ მოგზაურობას დაგეგმავენ, რადგან რეგულაციები და სტანდარტები არის ცვალებადი
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა და ამ ტრაგედიას აორკეცებს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების უსუსურობა-არაპროფესიონალიზმი