შეიძლება ჩავთვალოთ რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ღირსია იმ ეპითეტების, რითაც ამკობდა გვარამია – ღუდუშაური

“მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებით გამოხატა პირველ რიგში, ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მის იმიჯს, ღირსებას. ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველნი. ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მე ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლებაც იმისა, რომ რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, აღიარა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეფასებაც უნდა იყოს ანალოგიური.

აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს უწოდებ რეზიდენტს, ვფიქრობ, რომ მაშინ შეიძლება დადასტურებულად ჩავთვალოთ ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია. “- აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილზე, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ახალი მძევლით ვაჭრობას შეეცდება და ოპოზიცია ფხიზლად უნდა იყოს
შემდეგი სტატიასეფაშვილი – პრეზიდენტისგან მინიშნებები იყო, რომ შეწყალებას აპირებდა, კარგი იქნებოდა, მოტივების შესახებ ელაპარაკა