შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ივანიშვილმა დაწერა, რაც მის გულს ესიამოვნებოდა – ბოკერია

“კომიკურია, რომ ეს წერილი, რომელიც დაწერილია ამ ყველაფრის უარყოფისთვის, არის სწორედ ამის მტკიცებულება. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, მთავარი მამა-მარჩენალისადმი მიძღვნილი ქებაა, მისი სიდიადის აღიარება. შეგიძლიათ ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ ასწორებს ამ წერილს თავად ივანიშვილი. ეგ თვისება ადრე ჰქონდა, სხვებს აწერინებდა წერილებს, ოღონდ მერე წამოცდებოდა ხოლმე მე დავაწერინეო. ესეც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ დაწერა, რაც მის გულს ესიამოვნებოდა, ის დააწერინა ამას და უფრო ღრმა მოტივებზე სპეკულირება არც მინდა, ყველასთვის გასაგებია ამ ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ამ წერილითაც კი ვიმსჯელოთ თუ რამხელა შარშია ქვეყანა.” – ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელ წერილზე, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ქვეყნის ღირსეულმა პრემიერმა დღევანდელი საკმაოდ მოზრდილი და მოზომილი წერილით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის დიდი ღვაწლი ივანიშვილისა, რომელიც ამ დიდ ქართველს მიუძღვის სამშობლოს წინაშე – ედიშერ გვენეტაძე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა