შეცვლილი რიტორიკა ნიშნავს მისწრაფებას, რომ ფინანსები მიიღოს კონკრეტული აქტივობისთვის – მელიამ გააჟღერა ის, რაც “ნაცმოძრაობის” სტრატეგიულ ინტერესში დევს – ვოლსკი

შეცვლილი რიტორიკა ნიშნავს მისწრაფებას, რომ ფინანსები მიიღოს კონკრეტული აქტივობისთვის – მელიამ გააჟღერა ის, რაც “ნაცმოძრაობის” სტრატეგიულ ინტერესში დევს,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან პარტნიორობაზე.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, მას კეზერაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობდა ყოველთვის წარმოედგინა.

„კეზერაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა ყოველთვის წარმომედგინა და წარმომიდგენია. მგონი, არც არასდროს შეუწყვიტავს. შეცვლილი რიტორიკა ნიშნავს მისწრაფებას, რომ ფინანსები მიიღოს კონკრეტული აქტივობისთვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მელიამ გააჟღერა ის, რაც “ნაცმოძრაობის” სტრატეგიულ ინტერესში დევს. ეს არის საკვანძო სქემა, რაც „ნაცმოძრაობას“ აკავშირებს კეზერაშვილთან. შემოსავლის წყარო ვერანაირად ვერ ექნებოდა კეზერაშვილს, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იმ პერიოდში,”- აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა
შემდეგი სტატიაზელენსკი ჯონსონს სამხედრო დახმარების ახალი ეტაპის შესახებ ესაუბრა