“შავის სიის” პროცესი გუშინ არ დასრულებულა ის გაგრძელდება”

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში მოვალეთა შავ სიასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, “შავის სიის” გაწმენდის მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

“ჭარბვალიანობის მოგვარებასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ არანაირ ახსნას. გაგხსენებთ, მე ჯერ კიდევ კვირიკაშვილს ვუსაყვედურე, რადგან ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით პრობლემა მოსაგვარებელი დიდიხნის წინ იყო, გაჭირვებულმა ადამიანებმა საკვები რაციონიც კი შეიცვალეს. ამიტომ ეს არ უკავშირდება არჩევნებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო მაისში. ასევე ავღნშნავ, რომ “შავის სიის” პროცესი გუშინ არ დასრულებულა ის გაგრძელდება, გაგრძელდება ადამიანების სასარგებლოდ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 ათას მოქალაქეს ვალი გაუნულდება.

ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება.

banner
წინა სტატიაში,,ის, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა, კლასიკური სისხლის სამართლის დანაშაულია”
შემდეგი სტატია,,ერთგულების ნიშნით გუნდში ვეღარ მოხდება დაწინაურება, ადგილების ცვლას განსაზღვრავს მხოლოდ პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული შრომა”