,,ის, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა, კლასიკური სისხლის სამართლის დანაშაულია”

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არჩევნებს ძალიან მწარედ აგებს, წამოუდგენელი რაღაც გააკეთა – პირადობის მოწმობების დამბეჭდავი ჩარხები მოიტაცა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ გააკეთა.

მისივე თქმით, ის, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა, კლასიკური სისხლის სამართლის დანაშაულია. “წულუკიანმა რამდენიმე სერვისი გადასცა და ახლა სხედან და საქართველოს მოქალაქეების ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავენ. ეს თავში აზრად შევარდნაძის დროსაც არავის მოსვლია. ჩარხების წაღება და ბეჭდვა, ეს სახელმწიფოს როგორი მიტაცება და განადგურებაა?! ეს ისეთი დაუკრეფავია, რომ იმის იქით არაფერი არ არის! ივანიშვილი თავად ანადგურებს საკუთარ შანსებსაც კი. იმდენად უტვინოა, რომ ახლა რასაც აკეთებს, ყველა ზღვარს გადაცდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის
შემდეგი სტატია“შავის სიის” პროცესი გუშინ არ დასრულებულა ის გაგრძელდება”