შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თავის სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმი ჩაატარა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 28 ნოემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტს 40-ზე მეტი კომპანია ესტუმრა. მოწვეული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მიმართა. უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმარების სამსახურის უფროსმა კი გასული წლის სოციალური აქტივობები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ფორუმზე თითოეულ სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კომპანიის სტენდთან გაცნობოდნენ საქმიანობას, არსებულ ვაკანსიებს და წარედგინათ საკუთარი კანდიდატურა. ბევრ ორგანიზაციას უკვე აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობის პრაქტიკა, ზოგიერთი პირველად იყო, თუმცა მზად არიან გაეცნონ და დაასაქმონ საინტერესო და მოტივირებული ახალგაზრდები.
დასაქმების ფორუმი 2000 წლიდან იმართება და პროექტში არაერთი სტუდენტია ჩართული.

banner
წინა სტატიაშიისნის სპეცოპერაცია – ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასოჭი–სოხუმის საზღვაოსნო რეისი 2020 წლისთვის იგეგმება