შავ ზღვაში ძებნა-გადარჩენის ოპერაცია განახლდა

შავ ზღვაში 19 აპრილს ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.

საზღვაო სააგენტოში აცხადებენ, რომ სამუშაოები წუხელ ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა და დღეს დილიდან განახლდა.

გუშინ მაშველებმა ერთი ადამიანი გადაარჩინეს, ასევე ნაპოვნია სამი ცხედარი, რომელთა იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ შავ ზღვაში, ქერჩის სრუტის რაიონში, შტორმის შედეგად ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრებს შორის, საქართველოს ერთი მოქალაქეა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ეკიპაჟის შვიდ წევრს კი ამ დრომდე ეძებენ.

რუსული მედიის ცნობით, ბორტზე უკრაინის ცხრა მოქალაქე, რუსეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფებოდა.

სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან მოქალაქეები გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდებიან
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი: ლავროვი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს