შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს, ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიასა და ლევან რაჯაევს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარიას ბრალი წარედგინა სამი მუხლით – განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარება. ლატარია ლატარია ბრალს არ აღიარებს.

ამასთან, მის მეგობარს ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.

რაც შეეხება ლევან რაჯაევს, რომლის სახლშიც დააკავეს ბიძინა ხასია, მას გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. რაჯაევი ბრალდებას დაკავებული არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: “ქართულმა ოცნებამ” შეუძლია იამაყოს უკვე, ამ მოძალადე ჯგუფებთან ოფიციალურად არის გაიგივებული
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა