„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განუცხადა, ვახტანგ გომელაურმა რეგლამენტი დაარღვია და პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად არ გამოცხადდა. მისი თქმით, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე შს მინისტრი უნდა მივიდეს და უპასუხოს კითხვებს, რაც უკავშირდება 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე.

„ეს იყო ორგანიზებული დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, რაც ორგანიზებულად და დაგეგმილად განახორციელა საპატრიარქომ, კონკრეტული მარგინალური ჯგუფების დახმარებით“, – აღნიშნა სამნიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგამყრელიძე: აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს
შემდეგი სტატიაშესაძლოა „პისიარ“ ტესტირება საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვისაც სავალდებულო გახდეს-რა თქვა გაბუნიამ