შესაძლოა „პისიარ“ ტესტირება საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვისაც სავალდებულო გახდეს-რა თქვა გაბუნიამ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედოს და „პისიარ“ ტესტირება საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვისაც სავალდებულო გახდეს.

„სახმელეთო გზით შემოსული პირები ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან ტესტირებას, არ აქვს მნიშვნელობა, მათი ვაქცინაციის სტატუსს. ჯერჯერობით, საჰერო გზით ჩამოსული ტურისტები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში შედარებით დაბალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიან, ქვეყანაში შემოდიან სავალდებულო „პისიარ“ ტესტირების გარეშე, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სურათის საჭიროებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედოს და იყოს უნივერსალური მოთხოვნა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის. ჯერჯერობით არის განსხვავებული რეჟიმი – სახმელეთოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს „პისიარის“ ტესტი, საჰაერო გზით შემოდიან სრული ვაქინაციის სტატუსის ამსახველი დოკუმენტით“, – აღნიშნა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს
შემდეგი სტატია7 ივლისს ჟურნალისტები აქციას გამართავენ