გამყრელიძე: აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რისკები სერიოზულია, ვინაიდან მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. გასულ კვირაში დელტა ვარიანტის, ეგრეთ წოდებული ინდური შტამის დამატებით 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას. როგორც არის პროგნოზი, აგვისტოს შუა რიცხვებში თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყველგან, დახურულ შენობებში და ღია სივრცეში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, ატაროთ პირბადე. ასევე რეკომენდებულია, რომ ძალიან თუ არ შეგაწუხებთ, გარე სივრცეშიც ატაროთ პირბადე. მაგალითად, მე გარეთაც ვატარებ პირბადეს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება. ასევე, უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს არც რწმენა აქვს, არც ღირსება
შემდეგი სტატია„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს