შარლ მიშელის დოკუმენტი

მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული. მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივსა და 2%-ს შორის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტის სულ მცირე 4 წევრს მიეცემა უფლება შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც სხვა პარტიების დეპუტატების ჩართვა შეიძლება.

ახალი 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა – რა წერია ახალ დოკუმენტში.

პირველი თავი:

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ იკისრონ პასუხისმგებლობა, გამოცხადდეს ამნისტია საპროტესტო აქციებზე დაკავებულთათვის და პოლიტიზირებული ნიშნით დაკავებულთათვის. საქმე ეხება 2019 წლის 19-21 ივნისის პროცესებს. ასევე კანონმდებლობაში მოხდეს საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის ბარიერის განსაზღვრა. და შეიცვალოს უმრავლესობის მაჩვენებელი.

მეორე თავი:

ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული. შემდეგ ორ საპარლამენტო არჩევნებს უნდა ჰქონდეს ბარიერი ბუნებრივსა და 2% -ს შორის. ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება: 8 პროფესიონალი და 9 პოლიტიკური პარტიის წევრით. პროფესიონალ წევრებს, ლეგიტიმაციას მიანიჭებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი.

ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა პარლამენტის წევრთა ორი მესამედით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიონალი წევრები იქნებიან შემდეგნაირად:
დაინიშნოს სანდო არაპარტიული სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მოწვეულ იქნას უცხოელი სადამკვირვებლო მისიები.

მესამე თავი:

პარლამენტი ვალდებულია გაატაროს სასამართლო რეფორმა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად.
ა) კიდევ უფრო გაზარდოს გამჭვირვალობა და დანიშვნისთვის აუცილებელი კრიტერიუმების საფუძვლები.
ბ) პარლამენტს წარუდგინოს კანონმდებლობის პროექტი უზენაეს სასმართლოში დანიშვნის შესახებ;
გ) თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში დანიშვნისგან არსებული წესების შესაბამისად;
დ) მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას;
შეჩერდეს უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებით ყველა მიმდინარე დანიშვნები.
გატარდეს იუსტიციის საბჭოს არსებითი რეფორმა.
ღია გახდეს თანამდებობებზე დანიშვნების, დაწინაურებების კრიტერიუმები უმაღლეს თანამდებობებზე;
სრულად იქნას გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები აღნიშნულ პროცესებში.
გაისაზღვროს გენერალური პროკურორების დანიშნვნა საეთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
დანიშნვნის პროცედურული ფორმები:
1. პირველი ორი მცდელობა საჭიროებს კვალიფიციურ უმრავლესობას. შემდგომი მცდელობები კი მოითხოვს უბრალო უმრავლესობას.
2. ხმას მიიღებს წინა კენჭისყრიდან არა უადრეს 4 კვირისა.

მეოთხე თავი:

ძალთა გადანაწილება პარლამენტში:
ოპოზიციონერ დეპუტატებს ენიჭებათ 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 მათგანი იქნება შემდეგი ხუთი კომიტეტიდან:
1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
2. საკანონმდებლო საკითხთა კომიტეტი
3. ადამიანის უფლებათა კომიტეტი
4. ბიუჯეტისა და ფინანტა კომიტეტი
5. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ოპოზიციონერ დეპუტატებს 1 თავმჯდომარის თანამდებობა ენიჭებათ მოცემულ საპარლამენტო დელეგაციების საერთაშორისო ფორუმებზე: ევრონესტი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტი, ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს პარლამენტის დელეგაციები საერთაშორისო ფორუმებზე: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო
ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო.
მხარეები შეეცდებიან დააარსონ ჟან მონეს დიალოგი ევროპარლამენტთან.

ხელმომწერებმა 1 კვირაში დაიწყეთ პროცესი, რათა განისაზღვროს ძალთა გადანაწილება პარლამენტში ცვლილებებით, რომელიც ძალაში შევა 2021 წლის შემოდგომის სესიის მოწვევისთანავე.

მეხუთე თავი:

თუ “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს უნდა გაიმართოს 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთანავე აუცილებელია მომავალი არჩევნების ფარგლებში სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების საბოლოო ანგარიში, რომ არჩევნები შედგა, თუმცა იყო დარღვევები, რომლებმაც ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია და შესაბამისად შეიქმნა აუცილებლობა მათი მოთხოვნების გათვალისწინების.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: წინა არასრულფასოვანი დოკუმენტისგან გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ