ყირგიზეთის პრეზიდენტი : ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში

ყირგიზეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭრეს- ეს განცხადება ალმაზბეკ ატამბაევმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. ატამბაევმა ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ომი არ არის გამოსავალი და ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. მისივე თქმით, პრობლემები მის ქვეწყანასაც ჰქონდა:

“ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. ომი არ არის გამოსავალი. ჩვენც გვქონდა პრობლემები, ორი რევოლუცია გამოირა ყირგიზეთმა 2005 და 2010 წლებში, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში. სამხედრო გზამ შესაძლოა, ჩიხური სიტუაცია გამოიწვიოს. ერთი მხარე არასდროს არ არის დამნაშავე. სიამაყეზე უნდა გვეთქვა უარი და არ უნდა მიგვეყვანა ამ სიტუაციამდე მდგომარეობა, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ, თუმცა ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”,-აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა.

როგორც ერთობლივი პრესკონფერენციის დროს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზად არის ევროინტეგრაციის სიკეთეები ხელმისაწვდომი გახადოს პარტნიორებისთვის. მარგველაშვილის თქმით, ყირგიზეთი არის საქართველოს საიმედო პარტნიორი. პრეზიდენტმა ვიზიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო-ყირგიზეთის ურთიერთობას აკავშირებთ დიდი ხნის წარსული და ასევე აქვს საინტერესო პერსპექტივა მომავალში.

„საქართველო როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის საერთშორისო თანამშრომლობისათვის. ჩვენ მზად ვართ ჩვენს პარტნიორებთან განვახორციელოთ ამ თვალსაზრისით ღრმა და ყოვლისმომცველი პროექტები,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებს და ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მწვავე ვითარებას.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია : სამწუხაროა, ”თავისუფალი დემოკრატების” ხუთეულის პოლიტიკიდან წასვლა, მაგრამ რა ვქნათ, ”ბიტლზი” დაიშალა და გადაიტანა ეს ხალხმა
შემდეგი სტატიაშაქრო კალაშოვი რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერად გამოაცხადეს