შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი ისევ პატიმრობაში დატოვეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი ისევ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებასა და გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საუბარია 5 000 და 10 000-ლარიან გირაოზე.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ 11-ვე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სხეულის მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია პენსიონერების დახმარებაზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაგარდაბნის მუნიციპალიტეტში 15 წლის მოზარდს ეძებენ