შანე ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია

შანე ბრუკის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. რაფაელ მურსაკულოვს ბრალს რამდენიმე წუთში წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენებენ. პროცესს ესწრება მისი ადვოკატიც, რომელიც მთავარ სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად უკვე მივიდა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ რაფაელ მურსაკულოვი ავსტრალიელ პედაგოგს არ იცნობდა. 33 წლის კაცი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, მურსაკულოვის კვალი მისი დე-ენ-ემის პროფილის ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა, თუმცა სასტიკი მკვლელობის მოტივზე არაფერია ცნობილი.

banner
წინა სტატიაში9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა
შემდეგი სტატიაSOLO-ს მხარდაჭერით 15-19 სექტემბერს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება